Tuesday, January 23, 2018

კალაძე: თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარი გახდებ

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქში  ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა ჯარიმა იმდენად მცირეა, რომ ამ წესს არღვევენ. თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია. მერის თქმით, ეს თანხა 500 ლარამდე გაიზრდება. 
“ჯარიმების გაზრდა ჩადებულია საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება”, –განაცხადა კალაძემ.
"ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებისთვის ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირი დაკვეთაა, "– განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოს ჩატარება იგეგმება. კერძოდ, მეტროს რეაბილიტაცია, ავტობუსების პარკის განახლება, ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობა, დასუფთავების მანქანებს ექნებათ სპეციალური გრაფიკი, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია,  სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმის დაწესება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment