Monday, January 29, 2018

2018 წელს iPhone X-ის მემკვიდრე 4 ახალი მოდელი გამოვა


კომპანია Apple iPhone X-ის მემკვიდრე 4 ახალი მოდელის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Digitimes-ი ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, ახალი სმარტფონებიდან ორს LCD-ეკრანი ექნება, ორს კი OLED-ი. გარდა ამისა, LCD-ეკრანით აღჭურვილი სმარტფონის ზომა 5,7- 5,8-დიუმი იქნება. ხოლო OLED ეკრანიანის და 6-6,1 დიუმი.
რაც შეეხება სხვა ორ მოდელს, ისინი OLED- ეკრანით იქნებიან აღჭურვილნი, რომლის ზომაც 6,0-დან 6,1 დუიმამდე და 6,4-დან 6,5 დიუმამდე იქნება.
ახალ მოდელებს უსადენო დამუხტვის ფუნქცია ექნება.  
LCD-ეკრანიანი მოდელების გამოჩენა ბაზარზე 2018 წლის სექტემბრიდან ივარაუდება, ხოლო OLED-ეკრანიანია ოდნავ მოგვიანებით.
ამასთანავე კომპანია iPhone SE-ს გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც შედარებით იაფფასიანი იქნება და ფართო მასაზე გათვლილი. ახალ მოდელს 3D სენსორები არა, მაგრამ უსადენო დამუხტვის ფუნქცია ექნება. ის ბაზარზე, სავარაუდოდ, 2018 წლის მაისში ან ივნისში გამოჩნდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment