Monday, January 29, 2018

გლდანის ციხის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ბრალდებას უარყოფს

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები იკითხებიან. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზაზა ხარაიშვილმა დანაშაული უარყო და განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების მეორე კორპუსში მუშაობდა და მას შეხება არ ჰქონია მესამე კორპუსთან, სადაც გამოძიების ვერსიით პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მან ასევე უარყო კავშირი დანარჩენ ბრალდებულებთან. პროცესი ბრალდებულების დაკითხვით გრძელდება. 
21 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულის გამო 5 პირი დააკავეს. 
პროკურატურის მიერ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ. 
უწყების მტკიცებით, ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ეპიზოდი ჩადენილია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment