Tuesday, January 23, 2018

ზუგდიდს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს

ზუგდიდს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს.
ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო დანარჩენს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. რაც შეეხება
დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.
,,სესხის ხანგრძლივობა ათი წელია. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ძირითადი თანხის დაუფარავი ნაწილის 11%-ია“, - განმარტა სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით გახარიამ.
ზუგდისის მერის ლაშა გოგიას თქმით, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად აუცილებელია გარკვული ეკონომიის გაკეთება, რაც ადმინისტრაციული ხარჯებისა და სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე მოხდება.
ამასთან, სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო მოხელეებისთვის მიმდინარე წელს მიღებული გადაწყვეტილება, ხელფასების გაზრდის შესახებ გაუქმდება.
,,ბიუჯეტი ცოცხალი მექანიზმია და ის იცვლება. როდესაც საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინ ბაღის რეაბილიტაციის პროექტის საბოლოო ღირებულება ცნობილი არ იყო“, - აღნიშნა მერმა.
ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. ბაღის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ჯავა“ განახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment