Sunday, February 4, 2018

რუსთავში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, 22 წლის გოგომ დაჭრა

რუსთავში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა. 22 წლის დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment