Friday, February 2, 2018

3-4 თებერვალს მაროკოში დევისის თასის ტურნირი იწყება

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები დევისის თასის გათამაშებაში სტუმრად, მაროკოს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების წევრები არიან ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე და სანდრო მეტრეველი.
ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ, როგორც ქალთა, ისე კაცთა საჩოგბურთო ტურში, განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 57-ე ჩოგანია. გიორგი ცივაძე 1082-ე პოზიციაზეა.
ურეიტინგოდაა სანდრო მეტრეველი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით კვერნაძე
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში იმყოფება.
მაროკოსთან მოგების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები რუმინეთსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 7-8 აპრილს შედგება.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ქალთა შორის მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ფედერაციის თასზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს, 559-ე ადგილს იკავებს. ეკატერინე გორგოძე 325-ე პოზიციაზეა. 342-ე ჩოგბურთელია ქალთა ერთეულთა თანრიგში სოფია შაფათავა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment