Wednesday, February 7, 2018

ტაივანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფრომაციით, ტაივანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.  მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:13 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5,0 მაგნიტუდაა.
7 თებერვალს, მიწისძვრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. 
6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:50 საათზე ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ნაწილობრივ ან მთლიანად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა, დაზიანდა ხიდები, გზის საფარსა და ტროტუარებზე კი ღრმა ბზარებია.
მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეების არ დაშავებულან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის საკონსულოში შესაბამისი ზარი ან შეტყობინება არ მიუღიათ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment