Sunday, February 4, 2018

ინდონეზიაში ქორწილამდე სექსი და ჰომოსექსუალობა შეიძლება პატიმრობით დაისაჯოს

ინდონეზიაში შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, ჰომოსექსუალობა და ქორწინების გარეშე სექსი კანონით დაისჯება. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
ცვლილებებზე ინდონეზიის პარლამენტის 25-კაციანი ჯგუფი მუშაობს. პროექტში ჩაწერილი ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ქორწინების გარეშე სექსი ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ასევე დასჯადი ხდება ჰომოსექსუალობა თუკი ის „საზოგადოებრივ მორალს არღვევს“. 
როგორც "ამერიკის ხმა" წერს, კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა სექსუალურ უმცირესობებზე რეიდები და ზეწოლა გაიზარდოს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment