ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი, რომელმაც 60 წლამდე კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. თუმცა, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამგეობის წარმომადგენლები რჩებიან.
ცნობილია, რომ კაცი, რომელიც გარდაიცვალა, იმ სახლში ქირით ცხოვრობდა.
ამ დრომდე უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დამწვარია 60 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment