გერმანიის ულტრამემარკვენე პარტიის "ალტერნატივა გერმანისთვის" (AdG) წევრი არტურ ვაგნერი განმარტავს, რომ მან ისლამი მიიღო. ამის მიზეზად პოლიტიკოსმა ქრისტიანების მიერ ლგბტ ჯგუფის მხარდაჭერა დაასახელა. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.
ყოფილმა პროტესტანტმა თქვა, რომ გერმანიაში ერთნაისქესიანთა ქორწინების დაკანონება და ქვეყნის ლიბერალური პოლიტიკა სექსუალური უმცირესობების მიმართ, არ ემთხვევა მის პირად ღირებულებებს.
"პასტორებმა მონაწილეობა მიიღეს Christopher Street Day-ში, რომელიც ყოველწლიური გეი აღლუმია გერმანიასა და შვეიცარიაში. იქ იყვნენ ბავშვები. ეს წარმოუდგენელია," - თქვა პოლიტიკოსმა.
ვაგნერმა ასევე განაცხადა, რომ იგი არ დატოვებს პარტიის რიგებს, მაგრამ დატოვა პარტიის ხელმძღვანელი პოზიცია. მისი კოლეგა კაი ბერგერი ამბობს, რომ იგი იმედგაცრუებულია მისი კოლეგის გადაწყვეტილებით.
"ბევრი ელოდებოდა მის მიერ პარტიის დატოვებას. სამწუხაროდ, ჩვენი კოდექსი არ გვაძლევს საშუალებას, რომ გავრიცხოთ," - დასძინა მან.
გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, კანცლერ ანგელა მერკელის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2017 წლის 30 ივნისს დაუჭირა მხარი.
გერმანია გახდა მეთოთხმეტე ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ქორწინების თანასწორობას მხარი დაუჭირა. პირველი ქვეყანა 2001 წელს ნიდერლანდები იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment