პოპულარული ამერიკული შოუს Jimmy Kimmel Live!-ის წამყვანი ჯიმი კიმელი ჰოლივუდში ავტოავარიაში მოყვა. ინფორმაციას TMZ-ი ავრცელებს.
კიმელი თავისი BMW-თი სანსეტის ბულვარის გზაჯვარედინზე მოძრაობდა. მან მარცხნივ შეხვევა განიზრახა, როცა იმ გზაჯვარედინზე მხოლოდ მარჯვნივ შეხვევა იყო დასაშვები.
შედეგად კიმელის ავტომობილი Audi-ს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევით არავინ დაშვებულა, თუმცა კიმელის BMW-ს წინა მხარე მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ჯიმი კიმელი 50 წლისაა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მას საკუთარ თოქ-შოუ მიყავს. ის ოსკარის წლევანდელ ცერემონიას წაიყვანს.
მას დაჯილდოების ცერემონია გასულ წელსაც მიყავდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment