პანკისი ხეობის უხუცესები პროკურატურის შეთავაზებას გამოეხმაურნენ და მიმდინარე პროცესს დადებითად აფასებენ. მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და საგამოძიებო ჯგუფმა მაჩალიკაშვილების ოჯახს 2 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრა შესთავაზა. მაჩალიკაშვილის მამამ თქვა, რომ ოჯახი თბილისში ჩასვლას იმ შეთხვევაში გადაწყვეტდა, თუ უხუცესთა საბჭო ურჩევდათ.
ამ თემაზე კომენტარი ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა გააკეთა და უწყების შეთავაზება, მაჩალიკაშვილებთან შეხვედრის შესახებ, მოიწონა.
"მთავარია, ოჯახსა და მთავარ პროკურატურას შორის კონტაქტი შედგა, რადგან მშობლებს აქვთ უფლება, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია. კარგი იქნება, აღნიშნული შეხვედრა პანკისის ხეობაში ყოფილიყი. ის რომ ოჯახს თბილისში ჩავსლა და იქ შეხვედრა შესთავაზეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, ჩვენს მოთხოვნას გამოხმაურება მოჰყვა"- თქვა ხეობის უხუცესმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment