WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საქმეზე მოსმენა ლონდონში, ვესტმინსტერის სასამართლოში 6 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RIA ავრცელებს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ასანჟის დაკავების ორდერის გაუქმებას მოითხოვენ. მანამდე შვედეთის პროკურატურამ ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
2012 წლის ივნისიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს, რათა თავიდან აიცილოს დაპატიმრება და შვედეთში ექსტრადიცია. ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე გამოძიება დაიწყო.
ამ წლის 10 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ WikiLeaks-ის დამაარსებლმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment