Thursday, February 15, 2018

საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართავს

თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით, ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, გერმანიათან მოლაპარაკებებს მართავს.ინფორმაცის სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ამ მიზნით მომავალ კვირას გერმანიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი იგეგმება.

ხულორდავას თქმით, კანონპროექტი, რომელზეც მთავრობა მუშაობს, მიმართულია იმ მოქალაქეების გადასარწმუნებლად, რომლებიც ჯერ არ წასულან ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის მიზნით, თუმცა შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს ზომების გამკაცრებას, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. ასევე, იგეგმება ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს სამინისტროებს შორის მუშაობის გაძლიერება.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და სთხოვა ევროპასთან უვიზო რეჟიმის პირობები არ დაარღვიონ. მინისტრი გერმანიის აეროპორტიდან 19 ქართველის გამობრუნებას გამოეხმაურა.
14 თებერვალს ქუთაისი-მენინგემის ავიარეისის რამდენიმე მგზავრი გერმანიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. გერმანიაში შესვლაზე ბორტზე მყოფ 19 მგზავრს საბუთებში არსებული პრობლემების გამო უარი უთხრეს. 
საქართველოს მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგანგებო თათბირი გამართადა სამოქმედო გეგმა დასახა. მიზანი ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის შემცირებაა. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment