ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამოაცხადა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის შეუფერხებლად განვითარებისთვის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა, დამსაქმებლებმა, ხელი შეუწყონ ქალების განათლებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურებას და მათი შესაძლებლობების რეალიზაციას.
ამ მიზნის წასახალისებლად ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამოაცხადა კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც უკვე მესამე წელია ხორციელდება.
კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების პროფესიულ განვითარებას და რესურსებზე თანასწორ წვდომას.
მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ განაცხადი, რომელშიც საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე წარმოაჩენენ, თუ როგორ არის შესაძლებელი რეალურად შეუწყონ ხელი ქალების განათლებას, სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.
დაინტერესებულმა მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და გააგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: geb@mcageorgia.ge
საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 თებერვალი
imedinews.ge
No comments:
Post a Comment