იაპონური კომპანია Nissan-ის ინჟინრებმა უნიკალური ჩუსტი შექმნეს, რომელიც თავისით "პარკინგდება". ინფორმაციას BGR.com-ი ავრცელებს.
ჩუსტები აღჭურვილია პატარა საბურავებით და სენსორით, რომელთა გამოყენებითაც სახლში გადაადგილება და დადგომა ("დაპარკინგება") მათთვის წინასწარ შერჩეულ ადგილას დამოუკიდებლად შეუძლიათ. ჩუსტებში გამოყენებულია ProPilot Park-ის მეთოდი, რომელსაც კომპანია ავტომობილებშიც იყენებს.
ინოვაციური პროდუქტის შეფასება შესაძლებელია იოკოჰამას ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც სტუმრებს ასეთ სიახლეს სთავაზობენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment