Thursday, June 21, 2018

ერთი 16 წლის და ერთიც პატარა ბავშვია გარდაცვლილი" - პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თმა მშო­ბელ­მა და­წე­რა, რომ ბავ­შვებ­ში მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სებ­მა იმა­ტა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ კლი­ნი­კებ­ში სი­ცხეს გა­ურ­კვე­ველ ვირუსს აბ­რა­ლე­ბენ. იმის გამო, რომ დე­დებს ძა­ლი­ან აღელ­ვებთ ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის მა­ტე­ბა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და­ა­ვა­დე­ბა­თა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს - პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით...
- ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სე­ბია, რო­მე­ლიც ოდ­ნა­ვაც არ არის სა­გან­გა­შო. ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც მა­ღა­ლი სი­ცხე აქვს ამ წუ­თას... სხვა­დას­ხვა ვირუ­სია. ორას­ზე მე­ტია გა­ცი­ე­ბის ვირუ­სი არ­სე­ბობს. რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის გა­ცი­ე­ბის ვირუ­სი ახ­ლაც არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ზა­ფხუ­ლი არ შე­სუ­ლა ჯერ კარ­გად ძა­ლა­ში, არამ­დგრა­დი ამინ­დე­ბი იყო და ამი­ტო­მაა, ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა რომ გრძელ­დე­ბა. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ჩემს შვი­ლიშ­ვილს აქვს სი­ცხე და ნორ­მა­ლუ­რია, პა­ტა­რა ბავ­შვი წე­ლი­წად­ში ოთხჯერ, შვიდ­ჯერ ან რვა­ჯერ თუ გა­ცივ­დე­ბა. წელს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამინ­დე­ბის გამო ვირუ­სე­ბის სე­ზო­ნი ცოტა გა­ხან­გრძლივ­და... სა­გან­გა­შო ეს ვირუ­სე­ბი კი არა, ქვე­ყა­ნა­ში მო­დე­ბუ­ლი წი­თე­ლაა. წელს უკვე ათას­ზე მეტი შემ­თხვე­ვა გვაქვს. წე­სით, ახლა წი­თე­ლა აღარ უნდა იყოს, მაგ­რამ მა­ინც ვლინ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი.
- რას ურ­ჩევ­დით მო­სახ­ლე­ო­ბას?

 რას ურჩევდით მოსახლეობას?

- აცრას! მეტი რა უნდა ვურჩიო?! სულ მოვუწოდებთ და ჯერჯერობით ბევრმა კიდევ არ შეისმინა, თორემ ავად არ გახდებოდნენ... ათასზე მეტი შემთხვევაა და ორი გარდაცვლილი. ერთი 16 წლის იყო და მეორე - პატარა ბავშვი...

- ზაფხული ხელსაყრელი პერიოდია წითელას გავრცელებისთვის?

- ზაფხული ჩვეულებრივ ხელსაყრელი პერიოდი არ არის, მაგრამ როდესაც ამდენი შემთხვევაა ქვეყანაში, შეიძლება ჩვეულებრივ გავრცელდეს. ზაფხულში მოძრაობაა დიდი, ბავშვები სოფლებში მიდიან, ზოგი პირიქით, ჩამოდის და შემთხვევებიც მოიმატებს. მარტო ბავშები კი არა, ჩვენთან ძირითადი პრობლემა ისაა, რომ დიდები არ არიან აცრილი - 18 წლიდან 40 წლამდე. ამ ასაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამთვისებელია წითელასი. ბავშვებს ძირითადად ამ ასაკში აჩენენ და დედა თუ არ არის იმუნური, ბავში რომ ჩნდება, მას დედისგან არ აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს დაბადებიდან რამდენიმე თვე, სანამ  აცრა მოუწევს.
მოგეხსენებათ, აცრა ერთი წლის ასაკში უწევს. ამიტომ ბავშვებს წითელა ერთი წლის ასაკშიც ემართებათ და ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, რასაც შეიძლება 10-15 წლის მოგვიანებით მოჰყვეს გართულებები. ეს გვიანი გართულებებია და იმდენად მძიმე გართულება, რომელიც ლეტალურად მთავრდება... ამიტომ ვეხვეწები ყველა ქალბატონს, რომ თუ დაორსულებას აპირებენ, ერთი თვით ადრე აიცრან! აცრის გარეშე ორსულობის დროს რომ წითელა ან წითურა დაემართოს, ეს უკვე განაჩენია ნაყოფისთვის! თუ ორსულია ოჯახში, მისი აცრა არ შეიძლება და ოჯახის ყველა წევრი უნდა აიცრას, ინფექცია რომ არ მიუტანოს ორსულს სახლში!
ambebi.ge
mshoblebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment