დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ აფრთხილებს. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, იმნაძის მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით კი, ხელების ხშირი დაბანა, ასევე, საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება.მან რამდენიმე ძირითადი რისკის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ასევე ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად ენტეროვირუსს უწოდებენ და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც შეიძლება ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობას, საკვების მომზადების დროს მის დაბინძურებას მოჰყვეს. ეს არის მცირე, მაგრამ არსებული რისკი – ტკიპებით გადაცემადი დაავადებების“, - განმარტა იმნაძემ.
ამასთან, მისი ინფორმაციით, პრაქტიკულად, მალარიის რისკი ქვეყანაში არ არის.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment