Thursday, June 21, 2018

მუხტარლის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს და აზერბაიჯანს შეკითხვები გაუგზავნა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცებიდან ერთი წლის თავზე, ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 შეკითხვა გაუგზავნა.
მუხტარლის ინტერესების დამცველი ქართველი ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მას შემდგ რაც ევროსასამართლოში სარჩელი გააგზავნეს, პირველი კომუნიკაცია შედგა.
"ევროსასამართლომ საქართველოს და აზეირბაიჯანს კითხვები გაუგზავნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაცული იყო ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირებული უფლებები. ორივე ქვეყანას ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო 31 ივლისამდე აქვთ. სახელმწიფოს პასუხების შემდეგ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის ჩვენს შეფასებს წერილობით წარვადგენთ",- თქვა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლის, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment