Wednesday, June 20, 2018

ირაკლი ხმალაძემ ის პრობლემები ჩამოთვალა, რაც ურბანულ სამსახურშია

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, თუ რა სახის დარღვევებია ურბანულ საქალაქო სამსახურში, რომელიც დედაქალაქის მერიაში თებერვალში შეიქმნა. ხმალაძის თქმით, ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვილი მოთხოვნები და შემოსული განაცხადები, რომლებზეც რეაგირებაა საჭირო. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ურბანულ სამსახურში დადგენილ ვადებში უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები, რათა ბიზნესსექტორს და ეკონომიკურ საქმიანობას ხელი არ შეეშალოს.
„ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვილი მოთხოვნები და შემოსული განაცხადები, რომლებზეც რეაგირებაა საჭირო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მიმდინარე საკითხები, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი მუშაობა სჭირდება. მივიღეთ დავალება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. აუცილებლად აღმოვფხვრით იმ დაგროვილ პრობლემებს და მოვახდენთ ბიზნეს პროცესის ისევე ოპტიმიზაციას და გამართვას, როგორც ეს მოვახერხეთ არქიტექტურის სამსახურში. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ურბანული განვითარების სამსახურში მიიღებოდეს ხარისხიანი გადაწყვეტილებები, რომელიც დედაქალაქს წაადგება და მეორე მხრივ, ეს გადაწვეტილებები მიიღება დადგენილ ვადებში, რომ ხელი არ შეეშალოს ბიზნეს სექტორს და ეკონომიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ხმალაძემ. 
რაც შეეხება ურბანულ სამსახრში არსებულ პრობლემებს, როგორც ვიცე-მერმა განმარტა, ურბანულ სამსახურში პრობლემად რჩება მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი და კვალიფიციურობა, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი გადაწვეტილებების ნაწილში.
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ვიცემერს ირაკლი ხმალაძეს ურბანულ სამსახურში პრობლემების ორ კვირაში მოგვარება დაავალა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment