Facebook-ი მესენჯერში ვიდეო რეკლამებს ამატებს. მსგავსი Facebook-ის ახალი ამბების კედელზე უკვე არსებობს. ამის შესახებ Recode წერს.
სოცქსელმა მესენჯერში რეკლამა18 თვის წინ დაამატა, თუმცა ამ მიმართულებით ვიდეო რეკლამები სიახლეა.
გამოცემის ინფორმაციით, ვიდეო რეკლამა დამკვეთს უფრო ძვირი უჯდება. ის ზოგიერთი მომხმარებლის პირადი მიმოწერების გვერდით ორშაბათიდან უკვე გამოჩნდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა 18 წლამდე მომხმარებლებისთვის იარაღის და სხვადასხვა სახის რეკლამების დაბლოკვა გადაწყვიტა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment