სულ მცირე 10 პოლიცელი დაიღუპა „თალიბანთან“ შეტაკებას. ინციდენტი ავღანეთის პროვინცია ვარდაკში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „თალიბანის“ მიერ გახშირებული თავდასხმები აჩვენებს თუ რამდენად სტრატეგიულია დაჯგუფებისთვის რამდენიმე პროვინციაზე ზეგავლენის მოპოვება.
ორ კვირაში, 20 ოქტომბერს ავღანეთში საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
„თალიბანი“ ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში. მათი მმართველობა 2001 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერვენციამ დაასრულა. დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. მოძრაობა ავღანეთს 40 წელია ატერორებს. „თალიბები“ ავღანეთში დღემდე აწყობენ ტერორისტულ აქტებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment