Sunday, October 14, 2018

შუმახერის ვაჟი ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა

გერმანელი მრბოლელი მიკ შუმახერი  ევროპული ფორმულა 3-ის ჩემპიონი გახდა. უმცროსი შუმახერისთვის ეს ტიტული პირველია კარიერაში. ფორმულა 3-ში ის მეორე წელია გამოდის. ამის შესახებ Skysports-ი წერს.
მიკ შუმახერი ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის ვაჟია. მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ში 22 წლის ასაკში მივიდა და 25 წლისა პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
48 წლის სპორტსმენი 2013 წლის დეკემბერში საფრანგეთის მთებში სრიალისას მძიმედ დაშავდა, მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო, ჯერ კიდევ ვერ დადის და დახმარების გარეშე ფეხზე ვერ დგება. ამბობენ, რომ მას მცირე დოზით მეხსიერების პრობლემა აქვს, თუმცა ემოციების გამოხატვის უნარი დაუბრუნდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment