პარლამენტთან შვილმოკლული მამების აქციაზე ვაშინგტონიდან სამუშაო ვიზიტით ჩამოსული ქრისტინა პუშოუ მივიდა. ქრისტინა პუშოუმ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პლედები, წყალი და საკვები პროდუქტები გადასცა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ქრისტინა პუშოუ მალიბუში (კალიფორნია, აშშ) დაიბადა, ამჟამად კი ვაშინგტონში ცხოვრობს. იგი აშშ-ის მოქალაქეა და ფლობს საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობას. ქრისტინა კომპანია Politiacl Vanguard-ში პოლიტიკურ კონსულტანტად მუშაობს.
პუშოუ წერს საერთაშორისო პოლიტიკასა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკაზე. ასევე, PR კონსულტაციებს უწევს პოლიტიკოსებს/პოლიტიკურ ჯგუფებს - როგორც ბრენდინგში, ისე კონკრეტული საკითხების ლობირებაში.
ქრისტინა პუშოუ ბაკალავრის ხარისხს ფლობს ისტორიასა და რუსულ ენაში. სწავლობდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, მცირე ხნით რუსეთშიც სწავლობდა, კერძო კომპანიებში მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობდა საქართველოსა და აზერბაიჯანშიც.
იგი საქართველოს საკმაოდ ხშირად სტუმრობს. წერს ვიდეობლოგებს საქართველოზე და მაყურებელს მიმდინარე პოლიტიკის შეფასებებს სთავაზობს. აცხადებს, რომ მისი აზრი ყოველთვის არ ემთხვევა საქართველოს მთავრობის პოზიციებს და რომ ეს მისი კერძო, ექსპერტული შეფასებებია.
ქრისტინა პუშოუ კარგად იცნობს საქართველოს შიდა პოლიტიკას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, არის ნამყოფი აფხაზეთშიც. პუშოუ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდაჭერია. 2017 წელს Georgia Today-ში გამოქვეყნებული აქვს სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილი არის შთაგონება“, სადაც საუბრობს სააკაშვილზე, როგორც მის „მენტორზე“, მის „ინსპირაციაზე“. სოციალურ ქსელში ქრისტინა პუშოუსა და მიხეილ სააკაშვილს არაერთი ერთობლი ფოტოც აქვთ გამოქვეყნებული
ambebi.ge
No comments:
Post a Comment