Thursday, October 11, 2018

ტიერი ანრი შესაძლოა მონაკოს მწვრთნელად დაინიშნოს

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი შესაძლოა „მონაკოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ამის შესახებ Express-ი წერს
პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „მონაკოს“ თავკაცი ლეონარდო ჟარდიმი კლუბიდან გაუშვეს. ჟარდიმი „მონაკოს“ 2014 წლიდან წვრთნიდა.
2016-2017 სეზონზე პორტუგალიელის ხელმძღვანელობით კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო, მიმდინარე სეზონზე კი 9 ტურში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკო“ „ატლეტიკოსა“ და „ბორუსიასთან“ დამარცხდა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment