Saturday, October 13, 2018

ოპოზიცია ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს

ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფი „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ჰასმიკ მარაგოზიანმა დაუმსახურებლად, უსასყიდლოდ მიიღო საცხოვრებელი ბინა. მათი თქმით, ეს ახალქალაქში არჩევნების სავარაუდო გაყალბებისთვის გადაცემული ჯილდო იყო.
"2012 წლის დეკემბერში მარაგოზიანმა ახალქალაქის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 0 ლარად დაიკანონა ბინა. ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია ახალქალაქის საკრებულოდან, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ მოგვწერა, რომ ჰასმიკ მარაგოზიანის საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის #98 ბრძანებაც 2013 წლის 17 იანვარს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურატურას აქვს ამოღებული, მისი კანონიერების შესწავლის მიზნით.
როგორც ჩანს, ჰასმიკ მარაგოზიანმა არჩევნების კარგად ჩატარების სანაცვლოდ მიიღო გასამრჯელო. ეს არის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, რასაც პროკურატურა 6 წელზე მეტია იძიებს",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment