Monday, October 15, 2018

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი მოკლეს

ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა გატაცებული გოგო მოკლეს, რომელიც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. ამის შესახებ BBC წერს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ჰაუვა მოჰამედ ლიმანი მედდასთან ელის ლოკშასთან ერთად 1 მარტს გაიტაცეს. 
კომიტეტის კიდევ ერთი წევრი საიფურ ჰუსეინი აჰმედ ხოსრა, რომელიც რადიკალებმა მასთან ერთად აიყვაბეს მძევლად, სექტემბერში მოკლეს.
დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ 2002 წელს შეიქმნა და ძირითადად ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ  და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვიან.

No comments:

Post a Comment