სმარტფონების მწარმოებლებისთვის Google-ის აპლიკაციების პაკეტი ევროკავშირსა და Android-ს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში სავარაუდოდ 40 დოლარი ეღირება. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გამოცემის ინფორმაციით, Android მოწყობილობების მწარმოებლები ვალდებულები იქნებიან თითოეულ სმარტფონზე $40 გადაიხადონ. გადასახადი სავარაუდოდ ქვეყნასა და გაჯეტზე იქნება დამოკიდებული. გადაწყვეტილება 2019 წლის 1 თებერვლიდან გააქტიურებულ Android მოწყობილობებს შეეხება.
ევროკავშირში გამოშვებული Android მოწყობილობა სალიცენზიო გადასახადს 2018 წლის 29 ოქტომბრიდან დაექვემდებარება.
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპელმა კანონმდებლებმა Google-ს 4.34 მილიარდი ევროს (დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი) გადახდა დააკისრეს. მიზეზი კონკურენტებთან ბრძოლაში ოპერაციული სისტემა Android-ის გამოყენება გახდა.
Android-ი მსოფლიოში წარმოებული მოწყობილობების დაახლოებით 80%-ში არის გამოყენებული.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment