ახალი თაობის Mercedes S-Class 2020 წელს ავტონომიურობის მესამე დონით გამოვა
სრულიად ავტონომიურ ავტომოიბლებს როგორც ჩანს ჯერკიდევ წლები გვაშორებს. თუმცა მწარმოებლები ნაბიჯ ნაბიჯ ზრდიან ავტონომიურობის დონეს და ისინი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტს „იღებენ საკუთარ თავზე“. ამ დროისთვის მეორე დონის ავტოპილოტს სერიული მოდელებიდან გვთავაზობენ GM-ის Super Cruise და Tesla -ს ავტოპილოტის სისტემა, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ნამდვილად უზურნველყოფენ, თუმცა მაინც საჭიროებენ მძღოლის ყურადღებას. ამ დროისთვის კი წამყვანი საავტომობილო კომპანიები მესამე დონეზე მუშაობენ რომლითაც იქნება აღჭურვილი ახალი თაობის Mercedes S-Class-ი, რომლის გამოჩენას ბაზარზე 2020 წლისთვის ველოდებით.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში Automotive News -ის ინფორმაციით, კომპანიის განვითარების მენეჯერის და
მომავალი ხელმძღვანელის ოლა კაელენიუსის განცახდებით კომპანია უკვე ბოლო სტადიაზეა მესამე თაობაზე მუშაობის და ახალი თაობის S-Class-ი იქნება პირველი მოდელი „ბენცისგან“ რომელიც ამ დონეს მოირგებს. მისივე თქმით ეს იქნება ოპცია, რომლის ყიდვას მსურველები შეძლებენ. „3 დონე“ ეს არის ავტონომიურობის მაჩვენებელი, რომელსაც ამჯერად უწოდებენ როგორც „პირობით ავტომატიზაციას“ ანუ დონეს, როცა მძღოლს შეუძლია თვალი აარიდოს გზას. თუმცა ისინი ადგილზე უნდა იყვნენ, რათა ასისტენტის მოთხოვნის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება მოახდინონ. თუ Mercedes მიაღწევს მესამე დონის ავტონომიურობის დანერგვას საკუთარ წარმოებაში, ის 1 წლით გაასწრებს მის კონკურენტ BMW-ს, რომლის iNext ავტონომიური ხაზი
ერთი წლის დაგვიანებით გამოვა. რაც შეეხება Audi-ის, მან უკვე დანერგა ეს დონე მის საფლაგმანო A8-ში..
autobild.ge
No comments:
Post a Comment