Sunday, March 17, 2019

საქართველოში 19 მარტიდან გამოიდარებს

17-18 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი. ნალექი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 18-19 მარტს იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 18 მარტს დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი. 19 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment