Tuesday, March 19, 2019

მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს სუფთა სასმელი წყალი არ აქვს

მსოფლიოში 2,1 მილიარდ ადამიანს სასმელად ვარგის წყალზე წვდომა არა აქვს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ იუნესკოს ანგარიშში წერია. 
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 3,4 მილარდ ადამიანს ადეკვატური სანიტარული პირობები არა აქვს.
ანგარიშის ავტორების თქმით, 844 მილიონი ადამიანი იძულებულია ყოველ დღე მინიმუმ ნახევარი საათი დახარჯოს.
მოხსენების თანახმად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც კი დაახლოებით 57 მილიონ ადამიანს სახლებში წყლის მილები არა აქვს გაყვანილი, 36 მილიონს კი საბაზისო სანტექნიკაც კი არა აქვს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment