Thursday, March 7, 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2 ხუთსულიან ოჯახს ბინები გადასცეს

მიმდინარე თვეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სამოთახიანი სახლები, დღეს, კოკსა და ორსანტიაში კლარა ქალდანისა და ბადურ ჩარკვიანის 5 სულიან ოჯახებს გადაეცათ. ოჯახებს სახლები ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილმე გიორგი შენგელიამ გადასცა. ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 121 ადამიანია, მათგან 8 შშმ პირი, 4 მრავალშვილიანი, 3 მარჩენალდაკარგული და 53 ბავშვია. პრიორიტეტული ოჯახები მერიამ ანკეტირების საფუძველზე შეარჩია. კომისიამ, რომლის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017-2018 წლებში 91 სახლი აშენდა. სახლების მშენებლობისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment