Monday, March 18, 2019

Apple-მა ახალი iPad Air-ი და iPad mini გამოუშვა

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, Apple-მა ტაბლეტის (პლანშეტის) ორი ახალი მოდელი iPad mini 2019 და iPad Air-ი გამოუშვა, - წერს TechCrunch-ი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ახალ iPad Mini-ს 25%-ით კაშკაშა 7.9-ინჩიანი ეკრანი აქვს. გაჯეტს პირველად კონცერნის ისტორიაში Apple-ის საწერი კალმის (Apple Pencil) მხარდაჭერა აქვს, რაც მომხმარებელს მისი მეშვეობით ეკრანზე დახატვის საშუალებას აძლევს. 
iPad Mini-ს შეკვეთა უკვე შეუძლიათ აშშ-ში, ავსტრალიაში, იაპონიასა და დასავლეთ ევროპაში. უცნობია როდის შეძლებენ საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები Apple-ის ახალი პროდუქციის ყიდვას. 
რაც შეეხება iPad Pro-ს ეკრანს ის 11-ინჩიანიანია და მასაც აქვს Apple Pencil-ის მხარდაჭერა. 
iPad mini-ს $399-დან, ხოლო iPad Air-ის ღირებულება 499 დოლარიდან იწყება. 
2017 წელს Apple-ს 9.7-ინჩიანი iPad-ის გაყიდვებმა მსხვილი ფინანსური მოგება მოუტანა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment