Thursday, March 14, 2019

ულტიმატუმი მოდრიჩს - გადაწყვეტილება სეზონის ბოლომდეა მისაღები

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ლუკა მოდრიჩი იხმო და ესაუბრა...

ფრანგ ფეხბურთელს აინტერესებს ხორვატის გეგმების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა პერესმა ოქროს ბურთის მფლობელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მის „ბლანკოსში“ დარჩენას 2021 წლამდე ითვალისწინებს, მაგრამ პასუხი ჯერ-ჯერობით არ არის.

ზიზუმ ლუკიტას ულტიმატუმი წაუყენა. ხორვატმა ნახევარმცველმა სეზონის ბოლომდე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და კლუბს ამცნოს, რჩება თუ მიდის.

როგორც სჩანს, მოდრიჩი ზიზუს გეგმებში შედის, მაგრამ მომავალს თავად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გადაწყვეტს.
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment