Tuesday, March 12, 2019

ქალაქები, სადაც ყველაზე მდიდრები ცხოვრობენ

სად ცხოვრობენ ყველაზე მდიდარი ადამიანები? Forbes-მა შეადგინა იმ ქალაქების სია, რომელშიც ყველაზე მეტი მდიდარი ცხოვრობს. პირველ ადგილზე ნიუ-იორკი გავიდა - იქ ცხოვრობს 84 მილიარდერი, რომელთა საერთო ქონება 469,7 მილიარდი დოლარია. ქალაქის ყველაზე მდიდარი მცხოვრები, ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგია (55,5 მილიარდი დოლარი).
მეორე ადგილზე ჰონგ-კონგი გავიდა - იქ 79 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონება 355,5 მილიარდი დოლარია. ტოპ-სამეულს მოსკოვი ხურავს, სადაც 71 მილიარდერი ცხოვრობს, ხოლო მათი ქონების ჯამი 336,5 მილიარდი დოლარია, ხოლო ყველაზე მდიდარი კომპანია „ნოვატეკის“ დამფუძნებელი ლეონიდ მიხელსონია. 
ტოპ-ათეულში ასევე შევიდა ქალაქები: პეკინი (61 მილიარდერი), ლონდონი (55 მილიარდერი), შანხაი (45 მილიარდერი), სან-ფრანცისკო (42 მილიარდერი), შენჯენი (39 მილიარდერი), სეული (38 მილიარდერი), მუმბაი (37 მილიარდერი).
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment