Saturday, March 9, 2019

პატიმრის დედა ციხის ადმინისტრაციას შვილის ცემაში ადანაშაულებს - რას პასუხობს ბრალდებებს პენიტენციური სამსახური

46 წლის და­ვით გუ­ჯე­ჯი­ა­ნი 2016 წლის თე­ბერ­ვლი­დან ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დის სას­ჯელს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მას ბრა­ლად ედე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გამ­ყიდ­ველ­ზე თავ­დას­ხმა და და­ყა­ჩა­ღე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მსჯავ­რდე­ბუ­ლი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტი­მა­რი ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბა­სა და მუ­ქა­რას გა­ნიც­დის. მა­თი­ვე თქმით, მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბულ გუ­ჯე­ჯი­ანს არ უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. ოჯა­ხი აპ­რო­ტეს­ტებს იმა­საც, რომ პა­ტი­მა­რი 2016 წლის 29 მარტს N8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს მა­ღა­ლი რის­კის N6 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.
რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის დე­დამ სვე­ტა გუ­ჯე­ჯი­ან­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მის­მა შვილ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ი­ძი­ნა, ვი­ნა­ი­დან იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის­თვის არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში იხ­დი­და სას­ჯელს.
მსჯავ­რდე­ბულ და­ვით გუ­ჯე­ჯი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის ფორ­მა ნო­მე­რი 100-ის მი­ხედ­ვით, მსჯავ­რდე­ბულს დად­გე­ნი­ლი აქვს შემ­დე­გი დი­აგ­ნო­ზე­ბი: ცხვი­რის დე­ფორ­მა­ცია (ძგი­დის ხრტი­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის გამ­რუ­დე­ბა), ქრო­ნი­კუ­ლი B და C ჰე­პა­ტი­ტე­ბი, ღვიძ­ლის ცი­რო­ზი, ემო­ცი­უ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი პერ­სო­ნო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა.
"არ იყო იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ჩემი შვი­ლი ყვე­ლა­ზე მკაც­რი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, სა­დაც მას სა­შინ­ლად ეპყრო­ბი­ან. არის უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფი. ჩვენ არა­ერ­თხელ მო­ვი­თხო­ვეთ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­გან, რომ გა­და­ეყ­ვა­ნათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ემ­კურ­ნა­ლათ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ბო­ლოს მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნით, მო­სამ­რთლემ გა­მო­ი­ტა­ნა დრო­ე­ბი­თი გან­ჩი­ნე­ბა მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ა­სა­ჩივ­რა და პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.
სა­ხალ­ხო დამ­ცველს გა­და­ვე­ცი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ჩანს რო­გორ ჩაჰ­ყავთ ზამ­თარ­ში, დე­კემ­ბერ­ში ჩემი შვი­ლი კარ­ცერ­ში სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი. ის ცი­ხე­ში იყო სას­ტი­კად ნა­ცე­მი, სცე­მეს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. ამა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ შე­სუ­ლი ცი­ხე­ში და თა­ვად ნა­ხეს, თუ რო­გო­რი და­ლურ­ჯე­ბე­ბი ჰქონ­და ჩემს შვილს ცე­მის გამო. ცი­ხის უფ­რო­სი და­ე­მუქ­რა - "მკვდარს გა­გიყ­ვან აქე­და­ნო და ალ­ბათ ას­რუ­ლე­ბენ და­ნა­პი­რებს" - აღ­ნიშ­ნა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას პა­ტიმ­რის დე­დამ.
არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ ერთ-ერ­თია, ვი­საც მსჯავ­რდე­ბუ­ლის ოჯახ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა. ად­ვო­კატ­მა დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ გუ­ჯე­ჯი­ა­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა.
"რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი ამ ადა­მი­ანს, რო­გორც თა­ვად აცხა­დებს, რაც და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს, ყვე­ლა­ფე­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს აქვს შე­ძე­ნი­ლი. ჩი­ვის ხში­რად იმა­ზე, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან ხდე­ბა ზე­წო­ლა.
ზო­გა­დად, ეს არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი ცი­ხე­ებ­ში, ხში­რია ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი და ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხში­რად მო­მარ­თა­ვენ პა­ტიმ­რე­ბი სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბით, ძი­რი­თა­დად უჩი­ვი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან ზე­წო­ლას და უფ­ლე­ბე­ბის გა­და­მე­ტე­ბას მათი მხრი­დან. ამ­ბო­ბენ, რომ უსა­ფუძ­ვლოდ ხდე­ბა მათ მი­მართ სხვა­დას­ხვა სან­ქცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის ოჯახ­თან და­რეკ­ვის შე­ზღუდ­ვა" - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ნო­ზა­ძემ.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ გუ­ჯე­ჯი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მისი მო­თხოვ­ნე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­რე­ა­ლუ­რია.
"გუ­ჯე­ჯი­ა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე არის ნა­სა­მარ­თლე­ვი; სას­ჯე­ლის მოხ­დის სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და აგ­რე­სი­უ­ლო­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ; ამ­ჟა­მა­დაც, N6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში, არ ემორ­ჩი­ლე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, არ­ღვევს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ში­ნა­გა­ნა­წესს, ცი­ნი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩენს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, რე­ჟი­მი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა მი­მართ.
N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, მან ცე­ცხლი წა­უ­კი­და სა­კანს, რი­თაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­ა­ყე­ნა 1 267 ლა­რის ზა­რა­ლი, ასე­ვე თა­ნა­საკ­ნელს მი­ა­ყე­ნა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა.
სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში მსჯავ­რდე­ბულ და­ვით გუ­ჯე­ჯი­ანს მუდ­მი­ვად მი­ე­წო­დე­ბა სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა; რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­დის ოჯა­ხის ექი­მის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექი­მე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ებს, უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა.
მსჯავ­რდე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა სარ­ჩე­ლით და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა­გან ითხოვს სხვა­დას­ხვა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას, მათ შო­რის: თმის გა­და­ნერგვას, ცხვი­რის პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას, ფრჩხი­ლე­ბის კო­რექ­ცი­ას და სხვა­დას­ხვა სა­ხის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რებს" - გან­გვი­მარ­ტეს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურ­ში.
სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ უწყე­ბა და­ვით გუ­ჯე­ჯი­ა­ნის საქ­მეს სწავ­ლობს, თუმ­ცა რა მი­ზე­ზით და­ი­წყო მსჯავ­რდე­ბუ­ლის საქ­მის შეს­წავ­ლა ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­მა და იკ­ვე­თე­ბა თუ არა მსჯავ­რდე­ბუ­ლის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი, ამ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის­გან თავს იკა­ვე­ბენ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment