Monday, March 11, 2019

მგზავრმა ეთიოპიის რეისზე დააგვიანა და ცოცხალი გადარჩა

ბერძენმა მგზავრმა, ანტონიოს მავროპულოსმა Ethiopian Airlines-ის ადის-აბება-ნაირობის რეისზე დააგვიანა, რის წყალობითაც სიკვდილს გადაურჩა. თავისი ისტორია მან გამოცემა Greek Reporter-ს უამბო.
მავროპულოსის თქმით, მან რეისზე სულ ორი წუთით დააგვიანა. „ვხედავდი, როგორ ადიოდნენ თვითმფრინავში სხვა მგზავრები. ძალიან გავბრაზდი, რომ არ შემიშვეს“, - განმარტა მან.
მას შემდეგ, რაც კატასტროფის შესახებ გახდა ცნობილი, ანტონიოს მავროპულოსი პოლიციამ დაკითხა. სამართალდამცველებს საეჭვოდ მიაჩნდათ ის, რომ მავროპოლუსი ერთადერთი დარეგისტრირებული მგზავრი იყო, რომელიც ბოინგში არ ავიდა. „ჩემსა და ავიაკატასტროფას შორის არანაირი ლოგიკური კავშირი არაა, ბარგიც კი თან მქონდა“,- დასძინა მგზავრმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment