Thursday, March 7, 2019

ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას წინააღმდეგ

უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში, ძნელად მოიპოვება ქვეყნიერებაზე. არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გაიხადოს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მოგაყრით ტყუილ უბერალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თვითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! 
ამგვარ უვიცთა დაუმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ჩვენში ბატონმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა კი თავი დიდ ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავის თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გამოუცვალოს და თავისი ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა. აქ გამოსაკიდებელი მარტო მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბატონი ჟორდანია და მისი აიარები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თვითონ მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის, მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ქვემოთ იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით ბრძანდებოდეს ბატონი ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს, მე წილს ნუღარ დამიდებენ, არ დავემდურები. ბაქიაობა, კვეხნა, თავის თავის ქება და განდიდება, უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო სართულში ყველაფერი თავის ადგილას არ არის დალაგებული."

ილია ჭავჭავაძე. "უმეცრობის ფართი-ფურთი". 1900 წ
intermedia.ge

No comments:

Post a Comment