Wednesday, March 6, 2019

აფხაზეთში ფსიქიატრიულის მთავარმა ექიმმა პატიმარი გააპარა - "ჩვენთან მილიცია, ექიმები და "ბარიგები" ერთ საქმეს აკეთებენ

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ ექიმს გი­ორ­გი კორ­ტა­ვას, ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა ად­გი­ლობ­რი­ვი პა­ტიმ­რის, იგორ კამ­ლი­ას (მთა­ვარ ფო­ტო­ზე) გაქ­ცე­ვის და­გეგ­მვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ედა­ვე­ბა. კვამ­ლია, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, "რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი იგორ კამ­ლია არა­ერთ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მე­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, რა­საც კი­დევ ერთი და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც მან 1983 წელს და­ბა­დე­ბულ გი­ორ­გი კორ­ტა­ვას­თან ერ­თად და­გეგ­მა.
apsnylife.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 24 თე­ბერ­ვალს, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ­მა ექიმ­მა კორ­ტა­ვამ პა­ცი­ენ­ტი კამ­ლია თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში,
 "მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით" სა­სა­უბ­როდ და­ი­ბა­რა. ამის შემ­დეგ კი, ისი­ნი “გაქ­რნენ”. გეგ­მის მი­ხედ­ვით, კორ­ტა­ვამ “სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის” დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პა­ტი­მა­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბი­დან ჩუ­მად გა­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ კი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ეზო თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით და­ტო­ვა.თუმ­ცა, პა­ცი­ენ­ტი ე.წ. შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა მა­ლე­ვე მო­ი­ძი­ეს და მისი გაქ­რო­ბის შე­სა­ხებ “მი­ლი­ცი­ას” შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ექი­მი და პა­ცი­ენ­ტი მა­ჭარ­კა­ში და­ა­კა­ვეს, კამ­ლია ჯერ რე­გი­ო­ნის მი­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლებ­ში აპი­რებ­და და­მალ­ვას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, გაქ­ცე­ვას გგმავ­და... მან და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.
მომ­ხდა­რის შემ­დეგ, ექი­მი-ფსი­ქი­ატ­რი კორ­ტა­ვა პა­ტიმ­რის გაქ­ცე­ვის და­გეგ­მვი­სა და მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, “ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის” პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რაც აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, რე­გი­ონ­ში ექი­მე­ბის უკი­დუ­რე­სი დე­ფი­ცი­ტით აიხ­სნე­ბა და არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ის სამ­სა­ხურ­ში ისევ და­აბ­რუ­ნონ.
იგორ კამ­ლია, გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ცან­დრიფ­შის და­სახ­ლე­ბა­ში, Роснефть-ის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის­თვის იძებ­ნე­ბო­და. 2018 წელს სამ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა ია­რა­ღის მუ­ქა­რით დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფული გა­ი­ტა­ცა. ორი პირი - 26 წლის გაგ­რე­ლი რუს­ლან ლა­კო­ია და 29 წლის თე­მურ დბა­რი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს, 25 წლის იგორ კამ­ლია კი რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ აიყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, და­კა­ვე­ბის დღი­დან ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან ექი­მე­ბის "დას­კვნით" მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.
კამ­ლია აფხა­ზი "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის" კარ­გად არის ცნო­ბი­ლი - 2015 წელს გაგ­რის რა­ი­ონ­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად სო­ჭე­ლი ქალი სას­ტი­კად სცე­მა და შემ­დეგ გა­ძარ­ცვა. ახალ­გაზ­რდა აფხა­ზი და­ა­კა­ვეს, რა დრო­საც მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "მე­ტა­დო­ნი" აღ­მო­აჩ­ნდა, თუმ­ცა, 15-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.
ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, კორ­ტა­ვას საქ­ცი­ე­ლი მათ­თვის გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ექი­მებ­სა და ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის გა­რი­გე­ბის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი აქვთ.
"სხვა ქვე­ყა­ნა­ში, კოს­ტა­ვას ად­გილ­ზე მყოფ ექიმს კა­რი­ე­რა და­ენგრე­ო­და, ჩვენ­თან კი, ერთ საქ­მეს აკე­თებს მი­ლი­ცია, პრო­კუ­რა­ტუ­რა, ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ექი­მე­ბი და "ბა­რი­გე­ბი". ამი­ტომ, ცოტა ხან­ში, კორ­ტა­ვა თა­ვის საქ­მეს და­უბ­რუნ­დე­ბა ორი­ვე გა­გე­ბით, მით უფრო, რომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლებ­ზე ხელი მი­უწ­ვდე­ბა და არც იმათ და­ტო­ვებს უყუ­რა­დღე­ბოდ, ვინც ნარ­კო­ტი­კე­ბის­გან ხე­ირს პო­უ­ლობს" - წერს ირაკ­ლი აჟი­ბა.
"რას ვა­კე­თებთ? რა იქ­ნე­ბა ხვალ? ჰო, ჩვენ ხომ "და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი" ვართ... ტრა­გი­კო­მე­დია. და­ა­კა­ვე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს და მერე სამ­კურ­ნა­ლოდ მიჰ­ყავთ..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "გაი ფოქ­სი".
ambebi.ge

No comments:

Post a Comment