Monday, March 18, 2019

აზარი „ჩელსიში“ კარიერას სკანდალურად ასრულებს - „რა მოხდა გასახდელში“?

ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, „ფულემისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირების შემდეგ, ედენ აზარსა და ლონდონის „ჩელსის“ თავკაცს, მაურისიო სარის შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა...

მოგეხსენებათ, ლონდონურმა კლუბმა 2-0 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი კიდევ უფრო შეუმცირდა, რაც სარის აღშფოთებას იწვევს.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა. მატჩის შემდეგ გასახდელში შესულ ედენ აზარს მაურისიო სარიმ განუცხადა, რომ მისი პასიურობა ამაზრზენია და ის ვალდებულია, სეზონის ბოლომდე „არისტოკრატთა“ წარმატებისთვის იბრძოლოს, რასაც ედენის მხრიდანაც მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ის, რომ სეზონის ბოლოს აზარი „ბლანკოსის“ მაისურს მოირგებს ცხადზე ცხადია, მაგრამ მის ირგვლივ მოვლენები ძალიან მწვავედ მიმდინარეობს
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment