Monday, March 18, 2019

კრისტა მარკვალდერი: საქართველოს ევროპული მისწრაფებები შვეიცარიისთვის სამაგალითოა

შვეიცარიის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კრისტა მარკვალდერის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული და ევროატლანტური მისწრაფებები სამაგალითოა თვით შვეიცარიისთვისაც. მის განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შვეიცარია- საქართველოს საელჩოს და შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მიერ, შვეიცარიის პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.
სტუმრებს შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ჯალაღანიამ და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა მიმართეს.
კრისტა მარკვალდერმა აღნიშნა, რომ საქართველო მისთვის არის ქვეყანა, რომლის ევროპული და ევროატლანტური მისწრაფებები სამაგალითოა თვით შვეიცარიისთვისაც. ქართული პარლამენტარიზმის ისტორია აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ პირველი ქართული რესპუბლიკა იყო ევროპული ტიპის სახელმწიფო და შესაბამისად, მისი სამართალმემკვიდრის, დღევანდელი საქართველოს მისწრაფება ევროპულ ფესვებთან დაბრუნების მიმართულებით, სრულიად ბუნებრივია, რაც თავისთავად პატივისცემას და მხარდაჭერას იმსახურებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment