Monday, March 11, 2019

ვინ გათავისუფლდება ადმინისტრაციული ჯარიმებისგან

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროქტის განხილვას იწყებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კანონპროექტის მიხედვით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს, თუმცა ჯარიმა არ გადაუხდიათ.. 
კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან: 
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია.
მოვალე პენსიონერები;
დევნილები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
მარტოხელა მშობლები.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიღებით დაიზოგება ერთ სააღსრულებო საქმეზე გასაწევი დაახლოებით 14.22 ლარი. ჯამში კანონპროექტის მიღებით დაიზოგება 38 140 სააღსრულებო საქმეზე გასაწევი ხარჯი, დაახლოებით 542 350.8 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ავტორები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არიან, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.

No comments:

Post a Comment