Tuesday, March 5, 2019

ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზი დაასახელა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების მეორე პრემიერმინისტრი პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოზიციას დაიკავებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებასა" და პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზები დაახლოებით იგივეა, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარემ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თვეების წინ მიზეზები, რის გამოც დაბრუნდა პოლიტიკაში. 
"ყველაფერი კარგად რომ წარმართულიყო, მაღალი ალბათობით ის არ დაბრუნდებოდა, ასევე მეც. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერებაა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება ჩვენი პარტიის, როგორც დამფუძნებლების, ასევე ახალი თაობის შეკავშირება, მეტი კოორდინაცია, გაერთიანება და გაძლიერება. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა, რაზეც ვიმუშავებ პარტიის სხვა წევრებთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ პარტია კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, ვიდრე ის 2012 წელს იყო
imedinews.ge

No comments:

Post a Comment