Sunday, March 10, 2019

ტოკიოში გამოფენა „საქართველო- ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიხსნა.
"გამოფენა დამთვალიერებლებისთვის დღეიდან ღიაა. 15 მარტს გაიმართება საზეიმო ოფიციალური გახსნა, რომელსაც საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან. გამოფენამ პირველივე დღეს დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არა მხოლოდ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, არამედ ზოგადად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას იაპონიაში“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ.
პროექტი ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment