Thursday, March 7, 2019

ჰააგაში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს

"ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო“ - ეს ქართული ანდაზა ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ამოტვიფრეს. 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ქართული ანდაზა ჰააგის უბანს დაამშვენებს“.  
„ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე  წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში - ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის. ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს“, - აცნობეს Imedinews-ს საგარეო უწყებიდან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment