Friday, March 15, 2019

მარსელო:,,ზიდანთან ერთად ახალ პროექტს ვიწყებთ"

მარსელო ვიეირამ პრესასთან ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...

„ამდენი წლის განმავლობაში მადრიდის „რეალის“ კაპიტანთა სიაში ყოფნა დიდი სიამაყეა, თუმცა ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა.“

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

 

„თუ გსურს, რომ „რეალში“ წარმატებას მიაღწიო, ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ეცადო, რომ სტრესი მოიხსნა. თუ პროფესიონალი ხარ, ყველაფერი გამოგივა. აქ ყოველთვის დადებითი მუხტი და დიდი შემართებაა. სამეფო კლუბის ფეხბურთელები ახალწვეულებს ყოველთვის საოცრად ხვდებიან.“ 

პ „ვინიციუსი უნიჭიერესი ფეხბურთელია, ის ესპანურს აქტიურად სწავლობს და ცდილობს, რომ ეს პრობლემა მოკლე დროში გადაჭრას. კომუნიკაციის სიმარტივე ძალიან მნიშვნელოვანია. „ბლანკოსის“ ყველა ფეხბურთელი ცდილობს, ვინის მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, ის მხოლოდ 18 წლის არის და მთავარი წლები წინ აქვს.“ 

„არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი გოლი, რომელიც „ხიხონის სპორტინგის“ კარში გავიტანე, დაუვიწყარი ემოციები იყო, რომელიც დიდხანს გამყვა.“ 

„რობერტო კარლოსი ჩემი კერპია. ბრაზილიელი ძალიან დამეხმარა და ის, რომ მე ახლა აქ ვარ, მისი დამსახურებაა.“ 

„სიბელესი“? ეს არის ნამდვილი სასწაული. სერხიო რამოსთან ერთად არაერთი ტიტულის მოგება მიზეიმია. თითოეული მისვლა განსაკუთრებული და განსხვავებულია, ჩვენ ძალიან გვიყვარს ქომაგებთან ერთად ტიტულების მოგება და აღნიშვნა.“ 

„გადავალ თუ არა „იუვენტუსში“? ზიდანთან ერთად ახალ პროექტს ვიწყებ, ჩემი სახლი მადრიდშია.“
Halamadrid.ge

No comments:

Post a Comment