Wednesday, March 13, 2019

საპატრიარქო თავისი ინიციატივით გრუზინსკებისთვის დნმ-კვლევის ჩატარებას უარყოფს

საქართველოს საპატრიარქოში ბაგრატიონ-გრუზინსკებისთვის დნმ-ტესტის ჩატარების ინიციტივას კატეგორიულად უარყოფენ. პატრიარქის ფონდის მმართველი გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნები ადეკვატურია, რადგან მუხრანელს ტიტულების დარიგების უფლება არ აქვს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ეს სასაცილო და დილეტანტური განცხადებაა. ყველას შეიძლება ეს შეცდომა მოუვიდეს, რადგან ეს არის ახალი მეცნიერება "ეთნოგენეტიკა" და შესაბამისად, თუ ეს (განცხადება) გამიზნულად არ არის გაკეთებული, რა თქმა უნდა, არასწორია", - თქვა გიორგი ანდრიაძემ დნმ-კვლევასთან დაკავშირებით.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა. როგორც ადვოკატმა განმარტა, საპატრიარქოს ინიციატივით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის ჩატარებული დე-ენ-ემ კვლევის თანახმად, გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი.
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს. 
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დავით ბაგრატიონის ადვოკატი. დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მას სამი მოსამართლის შემადგენლობით კოლეგიურად განიხილავს. სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მიწვეული აკადემიკოსების - როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა. 
ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment