Thursday, March 7, 2019

პუტინი: ჩვენ გავაგზავნით დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პუტინმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან.
„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება. უეჭველია, რომ ამგვარი მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ასევე, შეხვედრისას ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
„ჩვენ გავაგზავნით დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა საპარლამენტო არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიაროს“, - განმარტა პუტინმა.
imeidnews.ge

No comments:

Post a Comment