Monday, March 18, 2019

რამდენიმე საუკეთესო რჩევა მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს

ექი­მე­ბი ტყუ­ი­ლად არ უწო­დე­ბენ დი­ა­ბეტს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას. სა­წყის სტა­დი­ა­ზე ადა­მი­ანს არა­ფე­რი სტკი­ვა და პრაქ­ტი­კუ­ლად, არ აღე­ნიშ­ნე­ბა ჩი­ვი­ლე­ბი. თუმ­ცა, არის გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მში, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მო­ტო­ვო! დი­ა­ბე­ტის პირ­ვე­ლი ტი­პის სიმპტო­მე­ბი

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პირ­ვე­ლი ტი­პის დი­ა­ბე­ტი, რო­გორც წესი, სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი ახ­ლავს თან. ძლი­ერ­დე­ბა მადა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ა­ნი სწრა­ფად კარ­გავს წო­ნას. გა­მუდ­მე­ბუ­ლი სი­სუს­ტე, დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, წყურ­ვი­ლის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი და გახ­ში­რე­ბუ­ლი შარ­დვა. სიმპტო­მე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბა და მათი არ­შემ­ჩნე­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.
.

მეორე ტიპის დიაბეტის სიმპტომები


ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა 
დიაბეტის. მისი დიაგნოზი უფრო რთულია, რადგან ის ნელ-ნელა ვითარდება. სიმპტომებიც სუსტად შეინიშნება. 
  • პირის სიმშრალე,
  • წყურვილი, წონაში კლება,
  • სისუსტე,
  • ძილიანობა,
  • ხასიათის ცვლილება,
  • გულისრევა, ღებინება,
  • კიდურების დაბუჟება,
  • თითების კანკალი,
  • მშრალი კანი,
  • გამონაყარი,
  • მაღალი წნევა
  • რატომ არ უნდა დააიგნოროთ დიაბეტის სიმპტომები?


    შაქრის დიაბეტი – ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა. მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა კომაში ჩავარდეს. ხშირად დიაბეტი გულის, თირკმელების, მხედველობის და ნერვული სისტემის პრობლემების მიზეზი ხდება. 
  • ადამიანებმა, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვთ, აუცილებლად უნდა შეიტანონ ყოველდღიურ რაციონში გვირილის ჩაი. იაპონიაში, უელსის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ სასმელს შეუძლია არა მხოლოდ გლუკოზის დონის შემცირება სისხლში, არამედ დიაბეტის გართულების შემცირებაც.

    ექსპერიმენტის მონაწილეები სამი კვირის მანძილზე, დღეში ორ ჭიქა გვირილის ჩაის სვამდნენ. შედეგად, უმრავლესობას გლუკოზის მაჩვენებელი სისხლში 25%-მდე დაეწია
  • რა უნდა ჭამოთ შაქრიანი დიაბეტის დროს?

    წარმოგიდგენთ კვების სწორ რაციონს დიაბეტის დროს:

    1. თქვენი თეფშის ნახევარს უნდა შეადგენდეს მწვანე სალათის ფოთლები, მწვანილი, ისპანახი და ა.შ. ასევე, ბოსტნეული, რომელიც არ შეიცავს სახამებელს: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, მწვანე ლობიო.
    2. თეფშის ერთი მეოთხედი უნდა შედგებოდეს: მაკარონი, ფაფები (მსხვილმარცვლიანი), მიუსლი, გოგრა, ოსპი.
    3. თეფშის მეორე მეოთხედი ცილებს უნდა დაუთმოთ: უცხიმო ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი ან სოიოს ყველი ტოფუ.
    4. დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი და სისხლის ანალიზის ასაღებად თითების ბალიშებზე რეგულარული ჩხვლეტა, რაც პაციენტების ნახევარზე მეტ ნაწილში იწვევს ამ ადგილას კანის გაუხეშებას. ჩხვლეტის ადგილას კანი ხშირად სქელდება და მოყვითალო ელფერს იძენს. რაც უფრო ხშირია კანის ერთი და იგივე არეში ჩხვლეტა, მით მეტად ზიანდება კანის ეს ნაწილი. 

      კანის გასქელება ხელს უშლის ანალიზისთვის სისხლის წვეთის მისაღებად საჭირო განმეორებითი პროცედურის ჩატარებას და დაჭიმულობისა და დისკომფორტის გრძნობას ამძაფრებს პაციენტებში. 

      გვირილა ეფექტურია არა მხოლოდ გლუკოზის დონის დასაწევად, ის ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გამოიყენება თირკმელების დაავადების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ჰიპერლიკემიის დროსაც. გვირილას შეიცავს დოლბეტიქსიც, რომელიც პირველი ადგილობრივი მოქმედების პროდუქტია. 
    marao.ge

No comments:

Post a Comment