Sunday, March 17, 2019

ტრამპმა განაცხადა, რომ Google ჩინეთს ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერნეტკომპანია Google ჩინეთის არმიისთვის დახმარების გაწევაში დაადანაშაულა. მა შესაბამისი განცხადება Twitter -ზე გამოაქვეყნა. 
Google თავის მხრივ ჩინელ სამხედროებთან თანამშრომლობას უარყოფს. „ჩვენ ვმუშაობთ აშშ-ის მთავრობასთან, ბევრ სფეროში“ google-ს პრეს სამსახურზე დაყრდნობთ, Twitter -ზე ციტირებას ახდენს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ვივიან სალმა.
2018 წელს Google-ის თანამშრომლებმა გააპროტესტეს კომპანიის თანამშრომლობაპენტაგონთან Project Maven-ის ფარგლებში. 
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


2018 წლის ზაფხულში, ასევე Google-ის ათასამდე თანამშრომელმა ღია წერილი მისწერა კომპანიას და  ჩინეთთან შესაძლო თანამშრომლების გეგმებიგააპროტესტა.   
ტრამპმა მანამდე  Google დაადანაშაულა მასზე ინფორმაციის გავრცელებაში. კომპანიის ხელმძღვანელმა სუნდარუ პიჩაიმ კითხვებზე პასუხის გაცემა აშშ-ის კონგრესისთვისმოუწია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment